"რეალი" და "ჩელსი" შეთანხმდნენ, მაგრამ ხამესი უარზეა

12-01-2017, 00:27

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი გუნდის დატოვებას არ გეგმავს და ბოლომდე აპირებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას.

ბრიტანული გამოცემა Metro-ს ცნობით, "სამეფო კლუბი" და ლონდონის "ჩელსი" კოლუმბიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. "არისტოკრატები" მზად იყვნენ ხამესში 78 მილიონი ფუნტი სტერლინგიც კი გადაეხადათ, თუმცა ნისლიან ალბიონზე გადაბარგება თავად ფეხბურთელმა იუარა.

წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა კრისტიანო რონალდომ. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სწორედ პორტუგალიელმა დაარწმუნა ხამესი, რომ მადრიდში დარჩენილიყო და ძირითადი შემადგენლობისთვის ებრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 წლის ნახევარმცველი სულ მალე "რეალს" დატოვებდა და რომელიმე ბრიტანულ გრანდს მიაშურებდა, თუმცა როგორც ხედავთ, საბოლოოდ ხამესმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერესო

  • levani25
  • 12 იანვარი 2017 03:05
უნდა წავიდეს არავინ ათამაშებს რეალში და worried
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით