"ჩელსი" სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციას გეგმავს

12-01-2017, 00:46

სულ მალე, ლონდონის "ჩელსის" საშინაო არენა "სტემფორდ ბრიჯი" გადაკეთდება და იგი იმაზე გაცილებით მეტ მაყურებელს დაიტევს, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად "არისტოკრატების" სტადიონი 41,663 მაყურებელზეა გათვლილი და იგი სიდიდით მხოლოდდამხოლოდ მეცხრეა მთელს ინგლისში. განახლებული "სტემფორდ ბრიჯი" კი 60,000 მაყურებლის დატევას შეძლებს. ამას გარდა შეიცვლება სტადიონის გარე ფასადი.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს ასევე სხვა სტადიონის აშენების შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ახალ მისამართზე გადასვლას კვლავ "სტემფორდ ბრიჯის" რეკონსტრუკცია ამჯობინა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება სამუშაოები.

   


საინტერესო

  • levani25
  • 12 იანვარი 2017 03:05
რას გავს რა მაკეტია ეს smile
  • dreadful
  • 12 იანვარი 2017 12:34
https://www.youtube.com/watch?v=d1_rqdgOQIs
magaria dzan ucxoa
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით