MSN-ს ერთად 300 გოლი დაუგროვდა

12-01-2017, 11:00

ნეიმარმა, მესიმ და სუარესმა "ბილბაოს" კარის აღება შეძლეს და ისტორიული შედეგიც დააფიქსირეს.

სუარესი კატალონიელებს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც მესისთან და ნეიმართან ერთად სამხრეთ ამერიკული თავდამსხმელთა ტრიო ჩამოაყალიბა. ფეხბურთელთა ტრიოს შემოკლებით MSN-ს უწოდებენ, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ტრიოდ ითვლება მსოფლიო ისტორიაში.

გუშინდელ შეხვედრაში, ურუგვაელმა ფეხბურთელმა "ატლეტიკს" გაუტანა, რომელიც მისთვის "ბარსელონურ" კარიერაში მე-100 გოლი აღმოჩნდა.

არგენტინელი ლიონელ მესის ანგარიშზე 125 გოლია. ხოლო რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელის მონაგარი 77 გოლს შეადგენს. ასე რომ, MNS-ს მონაგარმა უკვე 300 გოლს გადააჭარბა.


საინტერესო

  • basota
  • 12 იანვარი 2017 12:37
sesxebi kargiaaaa <3
bravo, dzan maggari shedegia
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით