იბრას სურს, რომ შვედეთის მეფე გახდეს

12-01-2017, 11:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შვედეთის მეფის, კარლ გუსტავ XVII-ის ფორმაშია გამოწყობილი. ფოტო, რა თქმა უნდა, ფოტოშოფითაა დამუშავებული.

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სურს, რომ სპორტული კარიერის შემდეგ საკუთარ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს და მისი მეფე გახდეს.

ამჟამად ქვეყანას სათავეში კარლ გუსტავ XVI უდგას. მას ვაში ჰყავს, ასევე სამი შვილიშვილი, ამიტომ იბრაჰიმოვიჩს მეფის ტახტისთვის სერიოზული კონკურენცია ელოდება.

ზლატანმა ფოტო ორი დღის წინ გაავრცელა და თითქმის მილიონამდე მოწონება დაიმსახურა.


საინტერესო

ტიპი ძალიან გიჟია :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით