ობამეიანგი ზიდანის გეგმებში არ შედის

12-01-2017, 11:40

მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედზინ ზიდანს ობამეიანგის შეძენა არ სურს.

გაბონელმა ფეხბურთელმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო "სამეფო კლუბში" თამაში.

ავტორიტეტული გამოცემის, Bild-ის განცხადებით, მადრიდელები "დორტმუნდის" შემტევის ტრანსფერს განიხილავენ, თუმცა, ზინედინ ზიდანს სხვა გეგმები აქვს. ფრანგ სპეციალისტს კლუბის გაძლიერება თავდამსხმელით არ სურს.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 22 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე კონტრაქტი მას გერმანულ კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს. 


საინტერესო

arrc unda reals es, morata hyavs
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით