"ბარსელონას" მესის კონტრაქტთან დაკავშირებით გეგმა სჭირდება

12-01-2017, 12:13

კატალონიის "ბარსელონა" და ლიონელ მესი ახალი კონტრაქტის დეტალებზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან. არგენტინელს გუნდთან მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, ხოლო კატალონიელთა ხელმძღვანელობა ცდილობს ოპტიმალურ გამოსავალს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად სწრაფად მიაგნოს.

ნეიმარმა და სუარესმა "ბარსელონასთან" საკუთარი კონტრაქტები უკვე გაახანგრძლივეს, რამაც შესაძლებელი შეიძლება გახადოს იგივე ძალიან მალე მესისთან დაკავშრებითაც მოხდეს, თუმცა ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

"ვმუშაობთ, რათა მესის კონტრაქტი გავახანგრძლივოთ. ჩვენც და ყველა გულშემატკივარსაც სურს, მან კარიერა "ბარსელონაში" დაასრულოს. გუნდს კონკრეტული გეგმა, მექანიზმი სჭირდება, რომელიც იმუშავებს და მის ხანგრძლივად შენარჩუნებას შევძლებთ".

"ბარსელონას" ხელფასებზე ბიუჯეტის 70%-ზე მეტის დახარჯვა არ შეუძლია, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მესის კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე გახდება მსოფლიოში, თუმცა ამის კანონიერი ჩარჩო არ არსებობს". - განაცხადა "ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა.


საინტერესო

imedia cotas gaimetebt da datovebt am kacs karieris bolomde
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით