აგენტი: "ძაძა "ვალენსიას" ფეხბურთელია"

13-01-2017, 22:49

სიმონე ძაძას აგენტმა და მამა დაადასტირეს, რომ ფეხბურთელი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს.

იტალიელმა ფორვარდმა სეზონი "ვესთ ჰემში" დაიწყო, თუმცა, თავი ვერ გამოიჩინა და "იუვენტუსს" დაუბრუნდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა და სიმონე ძაძა ესპანურ ტრანსფერზე შეთანხმდნენ. "ბიანკო-ნერის" საკუთრებში მყოფი ფეხბურთელი "ღამურებში" სეზონის ბოლომდე დარჩება.

ეს ინფორმაცია იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა: "სიმონე ძაძა ხვალ ოფიციალურად "ვალენსიას" ფეხბურთელი გახდება."

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ძაძამ 8 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.



imedia gamoadgebat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით