ქუთაისის "ტორპედო" ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბია

14-01-2017, 16:30

პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემა Transfermarket-მა ქართული გუნდების განახლებული ფასები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქართული გუნდი საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედოა".

იმერული გუნდის ფეხბურთელების ჯამურმა ღირებულებამ 3.63 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის "დინამოა", რომლის ღირებულებაც პოპულარული გამოცემის მიხედვით, 3.55 მილიონი ევროა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" სულ რაღაც 2.74 მილიონ ევროდაა შეფასებული და ისეთი გუნდები უსწრებენ, როგორებიც "საბურთალო", ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" არიან.



  • beka10
  • 14 იანვარი 2017 16:31
ცოტა არ იყოს და მოულოდნელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით