კრისტიან ბენტეკე "პსჟს" ინტერესის სფეროშია

16-01-2017, 00:15

ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიმდინარე ზამთარში მინიმუმ ერთი ფორვარდი დაიმატოს. ერთ-ერთ ვარიანტად ფრანგული გრანდი ლონდონის "ჩელსის" ბელგიელ შემტევს მიჩი ბაჩუაის განიხილავს, თუმცა ლონდონური გუნდის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ზამთარში გუნდს არ შეიცვლის.

როგორც დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, "პარი სენ-ჟერმენი" სათადარიგო გეგმის ამუშავებას იწყებს და საკუთარი რიგების კრისტიან ბენტეკეთი შევსებას აპირებს, რომელიც ამ მომენტისთვის "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავს, თუმცა ფრანგებს სირთულეები ამ შემთხვევაშიც ექნებათ, რადგან "პალასის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ ბენტეკე მისი მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა იყოს.

"პარი სენ-ჟერმენისთვის" მიმდინარე სეზონში მთავარი მატჩები თებერვალსა და მარტში გაიმრთება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზ უნაი ემერის გუნდი კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.


  • beka10
  • 15 იანვარი 2017 23:37
დიდებული იქნება პარიზელებისთვის

  • PSG_PAG
  • 16 იანვარი 2017 22:38
ES PSG MAGARI GAUSWOREBS :d KAIA

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით