• 06-07-2023
    ლევან კუტალია: “ვფიქრობ, რომ “დინამოსა” და “ასტანას” შორის საინტერესო მატჩი გველის”
    ლევან კუტალია: “ვფიქრობ, რომ “დინამოსა” და “ასტანას” შორის საინტერესო მატჩი გველის”

    თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან კუტალიამ, რომელიც ამჟამად “ნეს ციონას” ღირსებას იცავს ევროტურნირების შეხვედრაზე ისაუბრა:

    “ვფიქრობ, რომ საინტერესო მატჩი გველის. თბილისის “დინამო” მშვენიერი გუნდია, სადაც უნიჭიერესი მოთამაშეები ასპარეზობენ. საქართველოში მიმდინარე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არაერთმა დინამოელმა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა და გუნდს ლიდერობაც გაუწია.

    ყაზახეთში ასპარეზობის დროს “ასტანას” მუდმივად უძლიერესი გუნდი ჰყავდა, ახლა არ ვიცი როგორი სიტუაციია. ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველ ადგილზე არიან, რაც მათ სიძლიერეზე მიუთითებს, თუმცა მჯერა, რომ თანაბარი თამაში იქნება, რადგან ორივე ძლიერი გუნდია.

    “ასტანას” უპირატესობა შინ ხელოვნური საფარზე თამაში იქნება, რადგან საქართველოში ძირითადად ბუნებრივ ბალახზე თამაშობენ. ყაზახებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგალითად, ტომასოვის წინააღმდეგ მითამაშია, ის ძალიან გამოცდილი მოთამაშეა. „დინამომ“  მის განეიტრალებაზე უნდა იფიქროს”. - განაცხადა კუტალიამ.

    Facebook კომენტარები