ოფიციალურად: ძაძა "ვალენსიას" ფეხბურთელია

16-01-2017, 11:00

"იუვენტუსის" ფორვარდი, სიმონე ძაძა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ვალენსიაში" ითამაშებს.

"ვალენსიას" პრეს-სამსახურის განცხადებით, სიმონე ძაძა "ღამურების" შემადგენლობასი სეზონის ბოლომდე დარჩება. იმ შემთხვევაში თუ იტალიელმა ფეხბურთელმა თავი კარგად გამოიჩინა, ესპანელებს მისი შეძენის საშუალება 16 მილიონ ევროდ ექნება.

სეზონის სტარტი ძაძამ "ვესთ ჰემში" გაატარა. მან პრემიერ ლიგაში 8, ხოლო თასის შეხვედრებში 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "ვესთ ჰემმა" ძაძას კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტა და იტალიაში დააბრუნა, საიდანაც "ბიანკო-ნერიმ" კვლავ გააქირავა მოთამაშე.




imedia gamoadgebat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით