• 06-07-2023
    "პსჟ-მ" ასენსიოს ტრანსფერი გააოფიციალურა
    "პსჟ-მ" ასენსიოს ტრანსფერი გააოფიციალურა
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ-ჟერმენმა" დღეს მილან შკრინიარისა და მარკო ასენსიოს ტრანსფერები გააოფიციალურა. ორივე ფეხბურთელი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

    შკრინიარმა "პსჟ-სთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილანის "ინტერთან" მის ხელშეკრულებას ვადა ივლისში ამოეწურა.

    ჩეხი მცველი "ნერაძურის" 2017 წელს, "სამპდორიადან" შეუერთდა. მან "შავ-ლურჯების" მაისური 200-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო, გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიგო 2-2 იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

    28 წლის ფეხბურთელი პარიზელებს ჯერ კიდევ იანვარში შეუერთდა. "ინტერი" და "პსჟ" 2022 წლის ზაფხულშიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა მილანურმა კლუბმა მილანის გაშვებაზე უარი განაცხადა.

    "ყოველთვის არის წნეხი, როცა "პსჟ-ს" მსგავს კლუბში მიდიხარ. ეს ცოტათი ვიგრძენი, მაგრამ თავს მზად მივიჩნევ. მზად ვარ, რომ ამ დიდი კლუბის ნაწილი ვიყო. მე მცველი ვარ, ამიტომ ზეწოლა ჩემთვის ნაცნობი რამაა," - თქვა შკრინიარმა.

    რაც შეეხება ასენსიოს, მან ლიგა ერთის მოქმედ ჩემპიონებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

    27 წლის შემტევმა მადრიდის "რეალის" მაისური გასულ სეზონში 51 მატჩში მოირგო. გამოცდილმა ესპანელმა 12 გოლი გაიტანა, თუმცა, უმეტესად, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა ხოლმე.

    Facebook კომენტარები