ფიფა ახალ წესებს ამზადებს

18-01-2017, 23:48

ჯანი ინფანტინოს პრეზიდენტობის პერიოდში ფიფაში პირველი გრანდიოზული ცვლილება უკვე განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას ეხება, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ 8 ახალი წესის შემოღებას აპირებს, რომელიც ფეხბურთს რადიკალურად შეცვლის.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ფიფას ტექნიკურმა დირექტორმა ჰოლანდიელმა მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ ახალი წესებით ფეხბურთი ბევრად მასობრივი სპორტის სახეობა გახდება და გაცილებით მეტი ადამიანი იქნება მასში ჩართული.

გთავაზობთ მარკო ვან ბასტენის მიერ წარმოდგენილ ახალ 8 წესს.

1) თამაშგარის წესის გაუქმება.

ფიფაში ფიქრობენ, რომ თამაშგარის წესის გაუქმებით ფეხბურთი უფრო შემტევი გახდება და ყველა თამაშში ბევრი ლამაზი გოლი გავა.

2) პენალტების სერიის მაგივრად ე.წ. "შუთაუთების" სერიის დამკვიდრება.

"შუთაუთი" რამდენიმე სპორტში აპრობირებული მეთოდია, როდესაც გამარჯვებული ძირითად დროში ვერ ვლინდება. ფეხბურთელი მოედნის ცენტრიდან ბურთიანად იწყებს მოძრაობას და ცდილობს ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს გაუტანოს.

3) საჯარიმოში გადამწყვეტ მომენტში ხელით თამაში წითელი ბარათით აღარ დაისჯება.

ვან ბასტენმა ურუგვაისა და განას მატჩი გაიხსენა, სადაც უკანასკნელ წუთზე ლუის სუარესმა ხელით ითამაშა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ფიფა თვლის, რომ ასეთ მომენტში წითელი ბარათის ჩვენება მიზანშეწონილი არაა.

4) მხოლოდ კაპიტანს ექნება მსაჯთან საუბრის უფლება.

სხვა ფეხბურთელები იმავეს გამო დაისჯებიან.

5) კალათბურთის მსგავსი "ფოლების" სისტემის შემოღება.

კალათბურთის წესია, რომ თუ მოთამაშე 6 პერსონალურ ჯარიმას მიიღებს, მოედანს დატოვებს. ინფანტინოს ხელმძღვანელობით ფიფა ამ წესის გადმოტანას ფეხბურთში აპირებს.

6) სეზონის განმავლობაში მატჩების რაოდენობის შემცირება.

მოგეხსენებათ, წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გუნდები სეზონში საშუალოდ 60-67 თამაშს ატარებენ, რაც სეზონის ბოლოს უკვე ხარისხზე აისახება, ხოლო თუ საკლუბო ჩემპიონატების შემდეგ დიდი სანაკრებო ფორუმი იწყება, ასეთ შემთხვევაში დაღლილობა უკვე აშკარად დაღს ასვამს საფეხბურთო მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.

7) ცვლილებების რაოდენობის გაზრდა.

ხშირად ხდება, რომ როდესაც ფეხბურთელი შეხვედრის ბოლო წუთზე ტრავმას იღებს, ხოლო მწვრთნელს ცვლილებათა რაოდენობა ამოწურული აქვს, გუნდს თამაშის გაგრძელება 10 კაცით უწევს. ამ შემთხვევაში დამატებითი ცვლილების შემოტანა უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე, შესაძლებელი იქნება მოთამაშის შეცვლა თუ მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

8) შეხვედრის უკანასკნელი 10 წუთის უფრო უკეთესის გახდა.

ვან ბასტენის განცხადებით, როდესაც 80 წუთი გადის, ფეხბურთელები უკვე ვეღარ ახერხებენ მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზონ. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის მმართველო ორგანიზაცია მუშაობს კონკრეტული მექანიზმი შეიმუშავოს, რომელიც ბოლო 10 წუთს ბევრად დინამიურსა და საინტერესოს გახდის.



  • beka10
  • 18 იანვარი 2017 23:50
ვაა ძაან საინტერესო იქნება

Amat shigaaqvt tu garet edzeben tu rogoraa magati saqme? Yvela wesi yleobaaa umughamo Unda gaxadon am bozebma pexburti!? Magari dedas sheveci!!

pirveli sami wesi magari yleobaa da dalshe 5 wesze sheileba dafiqreba saintereso iqneba

  • Aleqs
  • 19 იანვარი 2017 13:26
Baletbunda damsgavson. Holos da jolos etyoba es fexburti

  • Giga30
  • 19 იანვარი 2017 14:38
Tamashgare tu moixsna memgoni 3 golze naklebi agar gava tamashebshi :)

  • ikako91
  • 19 იანვარი 2017 16:22
uazrobaa tamashgare tu moxsnes da xelit tamashi tundac suaresis shemtxvevashi unda iyos witeli

cvlilelebis raodenoba kai azria

  • Ika996
  • 19 იანვარი 2017 19:07
1 aprilia? Infrantinom kargad daiwyo magram es tu azrad mouvida rac yofila xo icit ;D

ყლეობაა :დ ასე არ უნდა იყოს

  • saba12345
  • 5 ოქტომბერი 2017 16:58
sisulelea es yvelaferiiiiiiiiiiii

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით