კატარში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

20-01-2017, 19:43

დღეს მსოფლიო პრესაში სამწუხარო ამბავი გავრცელდა. კატარში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ერთერთი სტადიონის მშენებლობაზე 40 წლის ბრიტანელი მუშა დაიღუპა. შემთხვევას ადგილი ქვეყნის დედაქალად დოჰაში ჰქონდა.

აღნიშნული შემთხვევა პიველი არაა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს 3 თვის წინ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პიროვნება, რომლის სახელიც უცნობია, "ალ ვახრას" სტადიონის კონსტრუქციიდან ჩამოვარდა სული ადგილზე განუტევა.

კატარში სიკვდილის ფაქტებთან ერთად, სხეულის დაზიანების ხშირად შემთხვევებიც ფიქსირდება. ბრიტანული გამოცემები აქტიურად აპელირებენ, რომ ამ არაბულ სახელმწიფოში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.


  • beka10
  • 20 იანვარი 2017 19:43
ძალიან ცუდია :(

  • kuso
  • 21 იანვარი 2017 05:23
რაა ნოემბერ - დეკემბერში იქნება მსოფლიო???

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით