ტრაგედიის შემდეგ "შაპოკოენსე" მოედანზე პირველად გავიდა

22-01-2017, 01:19

გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბრაზილიური "შაპოკოენსე" მოედანზე პირველად გავიდა, რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელებითა და სრულიად განსხვავებული მიზნებით.

"არენა კონდაზე" საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ 22 000 ქომაგი შეიკრიბა, რომელთაც "შაპოკოენსესა" და "პალმეირასის" ამხანაგური შეხვედრა იხილეს. დღემ ძალიან ემოციურად ჩაიარა, მოედანზე ნოემბერში გადარჩენილი რამდენიმე ფეხბურთელიც გავიდა, ასევე წარადგინეის კოპა სუდამერიკანას თასი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაციამ სწორედ "შაპოკოენსეს" გადასცა. გულშემატკივრები და ფეხბურთელები ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებდნენ.

ნოემბრის ბოლოს მომხდარ კატასტროფას თვითმფრინავზე მყოფი 77 ადამიანიდან 71-ის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბევრი ფეხბურთელი იყო. კოპა სუდამერიკანას თასი ერთ-ერთმა გადარჩენილმა, გუნდის მეკარე ჯექსონ ფოლმანმა წარადგინა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.



  • beka10
  • 22 იანვარი 2017 01:26
:( როგორი ემოციებია

  • Ika996
  • 22 იანვარი 2017 08:05
Vamos chapo!

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:32
sawylebi gmertma acxonos

am cxovrebis deda movtayan mee raa

GULI MEWVIIS AM NEUWS RO VKITXULOOB XOOLME ,, WARMOMIDGEENIA IS RADGESHI IQNEEBA TAN PEXI MOKVETEES ,, EHH :( cry cry sob

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით