რონალდო მომავალ წელს იქორწინებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რონალდო მომავალ წელს იქორწინებს

28-01-2017, 00:25

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი საერთაშორისო არენაზე კრისტიანო რონალდო 2018 წელს დაოჯახებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანელ მოდელ ხეორხინა როდრიგესს ხვდება.

2016 წელი გარდა იმისა, რომ სპორტული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული იყო რონალდოს კარიერაში, ამ წელმა მას ახალი სიყვარულიც აჩუქა, რომელთან ერთადაც ფართო მასებში იგი დეკემბრის თვეში გამოჩნდა. ფეხბურთელის რჩეული რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს, თუმცა კრისტიანომდე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ იყო.

როგორც გამოცემები იუწყებიან, პორტუგალიელის გადაწყვეტილებაზე გავლენა დედამ იქონია, რომელიც ხეორხინა როდრიგესით აღფრთოვანებულია და საკუთარ ვაჟს დაჟინებით მოსთხოვა მასზე უახლოეს მომავალში ექორწინა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესამდე რონალდო ცნობილ რუს მოდელს ირინა შეიკს ხვდებოდა.



  • beka10
  • 28 იანვარი 2017 00:26
mesim gamoacxada da mibadza

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით