დავით მინაშვილმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

29-01-2017, 20:13

სპორტულმა კომენტატორმა დავით მინაშვილმა Footballnews.ge-ისთვის "ოცნების გუნდი" დაასახელა.


დავით მინაშვილმა თავისი ოცნების გუნდის შესადგენად 4-1-3-2 ტაქტიკა აირჩია.

ამჯერად ჩემს "ოცნების გუნდში“ დავასახელებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც კარიერა დაასრულეს, თუმცა ვიტყვი რომ სამომავლოდ ეს გუნდი აუცილებლად შეიცვლება.


პიტერ შმეიხელი - მალე ამ პოზიციაზე სხვა მეკარეს დავაყენებ,მაგრამ სანამ ბუფონი კარიერას დაასრულებს ვთვლი,რომ დანიელი საუკეთესოა ვინც მინახავს. ძალიან საიმედო იყო კლუბშიც და ნაკრებშიც. ევრო 1992 ის მოგების პირველ შემოქმედათ დანიის ნაკრებიდან მე მეკარეს დავასახელებდი.

კაფუ - თანაბრად ძლიერი, დაცვაში და შეტევაში. ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე საოცარი სტაბილურობით გამოირჩა.

ფაბიო კანავარო - საუკეთესო კონდინციებში გაუვალი მცველი. მის გარეშე 2006 წლის ჩემპიონობა წარმოუდგენელი იყო.

ფრანკო ბარეზი - დღეს ასეთი მცველები აღარ არიან. მისი თამაშის სტილი გამორჩეული იყო. ბოლო ბოლო მილანმა მას 6 ნომრიანი მაისური მუდმივად მიაკუთვნა.

რობერტო კარლოსი - მიუხედავად კარიერის ბოლოს გადადგმული არა პოპულარული ნაბიჯისა ჩემთვის მაინც საუკეთესო მარცხენა მცველია. დაცვაში კარგი თამაში,სისწრაფე,დარტყმა - ყველაფერი უმაღლეს დონეზე!

კლოდ მაკელელე -  აქ ცოტა სუბიექტური ვარ, რადგან საყრდენად სხვა ბევრის დასახელება შეიძლება მაგ:ვიეირა,რედონდო... მაგრამ სადაც მან ითამაშა მოედნის ცენტრი იმ გუნდს მოგებული ჰქონდა, მას შეტევის ჩაშლის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ერთერთი დაუფასებელი ფეხბურთელი!

დიეგო მარადონა - ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები საჭირო არ არის. მე პელე არ მახსოვს და რაც ვნახე მსოფლიოს ნომერ პირველი, დიეგოააა!

ზინედინ ზიდანი -  გენიოსი. არ მეგონა, რომ მარადონას მერე ვინმე ესე მომხიბლავდა. ძალიან დიდი დიაპაზონის ფეხბურთელი, რომლისთვისაც  თამაში ხელოვნებააა.

მარკო ვან ბასტენი - ამდენი ტრავმა და ამავდროულად სამი ოქროს ბურთი. ყველაზე ელეგანტური, ვინც მინახავს.

რონალდო - ფენომენი.  ბრაზილიელი და შეიძლება  სუბიექტური ვარ, თუმცა სტატისტიკა ჩემს მხარეზეა და დანარჩენი კადრებმა შემოინახა. ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდი. 


მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო 11 ფეხბურთელში, შეგნებულად არ ვასახელებ ქართველ ფეხბურთელებს, რადგან აქ უკვე ძალიან სუბიექტური ვიქნებოდი.   


  • tsandro
  • 29 იანვარი 2017 20:14
მეკარე კასილასი და კაი გუნდია

  • lahm16
  • 29 იანვარი 2017 20:22
არცერთი გერმანელი? no_mouth კანი მაინც დაეყენებინა კარში imp

  • DavidFCB
  • 29 იანვარი 2017 20:37
კარგი გუნდია

შმეიხელი, კარლოსი, მაკელელე და ზიკო ყველადროის ნაკრებში საფეხბურთო ანალიტიკოსისგან სასაცილოა

პელე არა და ვან ბასტენი? მალდინი არა და კარლოსი? შმეიხელი ხომ საერთოდ. ბარეზს 20 წუთიც არ ექნება მარცხენა ცენტრალურ მცველად ნათამაშები

  • kuso
  • 31 იანვარი 2017 16:37
და ზიკო???გამორჩა,რატო არაფერი წერია???ზიზუ—მარადონა ...—და ვან ბასტენი,ზიკო...???

  • nika9090
  • 21 მაისი 2017 14:28
yvelas tavisi mosazrebaaqvs ra gautraket kacs saqme am fexburtelebshi xedavs mis didi simpatias da sauketesoebas pele dz dzlieri da kargi fexburteli iyo magram ara iseti ro sxva ver shedreba miuxedavad peles dros iyvnen kide isetebic ro me piradad mirchevnia ubralod periodi iyo iseti ro bevrs ragac mizezebis gamo evropul grand klubebshi tamashi ar edzleodad ara imitom ro fexburtis nichi an sidzliere eklot aramed politikuri da sxva datvirtvebis gamo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით