ზლატანი: "მესისთან სახლში მივდიოდი და მთელი ღამე..." » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ზლატანი: "მესისთან სახლში მივდიოდი და მთელი ღამე..."

30-01-2017, 00:14

ამჟამად ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი წარსულიდან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა. ზლატანის თქმით, "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში ბრაზილიელ მცველ მაქსველთან ერთად ლიონელ მესის სახლში მიდიოდა და "ფლეისთეიშენზე" ფეხბურთს საათობით თამაშობდა.

"ლიონელ მესის კომპიუტერული თამაშები ძალიან უყვარს. მახსვოს, მე და მაქსველს საღამოობით თავის სახლში გვპატიჟებდა, ხოლო "ფლეისთეიშენზე" ფეხბურთს საათობით ვთამაშობდით. ჩვენ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ლეო ვერც კომპიუტერულ თამაშში იტანს მარცხს, მას სურს მუდამ გამარჯვებული იყოს". - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში" 2009 წელს მილანის "ინტერიდან" გადაბარგდა. მისი კატალონიური კარიერა წარმატებით ნამდვილად ვერ აეწყო, გუნდის მთავარ მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და იძულებული გახდა, ერთი სეზონის შემდეგ "მილანში" გადასულიყო.



  • Legenda
  • 18 მარტი 2017 20:14
ასეთი მებრძოლი ჟინი ჰგვრის ქომაგს ბედნიერებას...

vaaaaaaaaaa

ზლატნი მინდა ბაიერნიში ვიხილო მოუხდება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით