• 07-07-2023
    ოსიმენი: "როცა მოურინიოს სიტყვები გავიგე, წარმოუდგენელი გრძნობა განვიცადე"
    ოსიმენი: "როცა მოურინიოს სიტყვები გავიგე, წარმოუდგენელი გრძნობა განვიცადე"
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს "რომასთან" გამართული მატჩი გაიხსენა, სადაც მას ჟოზე მოურინიოსთან საინტერესო დიალოგი ჰქონდა.

    "იმ შეხვედრაში მცირე ტრავმა მქონდა, ერთ-ერთ მომენტში წამაქციეს. მოურინიო ჩემთან მოვიდა და მითხრა: "კარგი გოლი გაიტანე, მაგრამ სიმულაციას არ ეცადო... თამაში გააგრძელე, რადგან სწორ გზაზე ხარ.

    "ვუთხარი, რომ ამ დაზიანებას საერთოდ არ ვიმჩნევდი და არაფერს ვიგონებდი, მაგრამ მეტოქემ განზრახ მიბიძგა.

    "მან მითხრა, რომ შემეძლო დროგბას მსგავსი გავმხდარიყავი. მან დიდიე გაწრთვნა და მხეცად აქცია. ვფიქრობ, ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მოურინიოს მსგავს მწვრთნელთან იმუშავებს, მხოლოდ უკეთესი გახდება.

    "წარმოუდგენელი გრძნობები განვიცადე, როცა მისი სიტყვები გავიგე, როცა მან შუა მატჩში დროგბას შემადარა", - თქვა ნიგერიელმა.

    Facebook კომენტარები