"სიტიმ" 15 წლის ვუნდერკინდი გაიფორმა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"სიტიმ" 15 წლის ვუნდერკინდი გაიფორმა

1-02-2017, 00:33

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მანჩესტერ "სიტიმ" ესპანური "ვალენსიადან" 15 წლის ვუნდერკინდი, ნაბილ ტუაზი შეიძინა.

15 წლის წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელი ესპანეთის 16 წლამდელთა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. იგი პოზიციით თავდამსხმელია და მანჩესტერში იმედოვნებენ, რომ ნაბილი მომავალში სერხიო აგუეროს ღირსეული შემცვლელი იქნება.

როგორც ბრიტანული წყაროები იტყობინებიან, "სიტის" მესვეურებმა აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 300'000 ფუნტი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაბილი პირველი ახალგაზრდა შენაძენი არ არის მანჩესტერელებისთვის. "ქალაქელებმა" იანვრის თვეში მის გარდა ასევე "საუთენდის" რიგებიდან 13 წლის ფინლი ბარსიც დაიმატეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით