როგორ დაატყვევა "დინამომ" ინგლისელი ფანები "ცივი ომის" პერიოდში » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

როგორ დაატყვევა "დინამომ" ინგლისელი ფანები "ცივი ომის" პერიოდში

1-02-2017, 15:17

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორმაციის შესახევ საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა. ინგლისელი კორესპონდენტი კრეიგ მაკკრაგენი გაოცებულია, თუ როგორ მოახერხა საბჭოთა ჩაკეტილი სისტემის წიაღში ერთმა პატარა ქვეყნის გუნდმა 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ევროპული საფეხბურთო პუბლიკის გაოცება.

"ბრიტანელმა ქომაგმა "დინამო" 1979 წელს გაიცნო. თბილისში ძალიან წვიმდა, თუმცა ცენტრალურ სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის გრადისა და საბჭოთა გუნდის შეხვედრას 100 000-ზე მეტი ქომაგი ესწრებოდა. ქართველებმა ტექნიკური ფეხბურთითა და საოცარი სისწრაფეებით ბრიტანული სპორტის ერთერთი თვალსაჩინო წარმომაგენელი 3:0 გაანადგურეს".

"მორიგი ინგლისური გამოცდის ჩაბარება თბილისის "დინამოს" 1981 წელს მოუხდა. თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი "ვესტ ჰემთან". პირველ შეხვედრაში "ბოლეინ გრაუნდზე" შეკრიბილმა პუბლიკამ ინტელექტის, მოქნილობისა, და შემტევი ფეხბურთის ნამდილი მასტერკლასი იხილა. გულშემატკივარი ვერ ხსნისა, როგორ გადაურა 4:1 მათ საყვარელ გუნდს "დინამომ". ამ შეხვედრის ჩანაწერი უეფას სამწვრთნელო კურსებისას უნდა გამოიყენებოდეს, ყველამ უნდა ნახოს, რა მოხდა "ბოლეინზე".

"როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ, ვფიქრობ, საბჭოთა ფეხბურთელებმა თბილისიდან ჩემზე რამდენად სერიოზული გავლენა იქონიეს, მათ დამანახეს - რა არის ფეხბურთი. ამსტერდამის "აიაქსის" ლეგენდარული მწვრთნელის რინუს მიხელსის მიერ ჩამოყალიბებული ტოტალური ფეხბურთის სული ყველა უკეთ სწორედ 70-იანი და 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ფეხბურთში გამოკრთებოდა".

კრეიგ მაკკრაგენი - The Guardian



  • beka10
  • 1 თებერვალი 2017 15:19
ვიამაყოთ, გავუფრთხილდეთ, თაობებს გადავცეთ!

  • anri
  • 13 ივლისი 2017 10:50
adre magra vtamashobdit da exla yvela tamashze vchmordebit.

eeh magari sawyenia roca xedav rom aseti msoflio donis fexburtelebi gvyavda da exla ra vart

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით