"ბრაზილიელი მიშას მივარდა, ხელში აიტაცა და გადაკოცნა"

2-02-2017, 12:50

თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ერთერთმა გამორჩეულმა წევრმა ილია დათუნაშვილმა რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარული მიხეილ მესხისა და ბრაზილიელი გოლიათი მცველის, ჯალმა სანტოსის მოედანზე შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.

"დინამო" მაშინ ბრაზილიურ "სანტოსს" ეთამაშებოდა. ერთ მომენტში მიშამ ჯალმა სანტოსი ბავშვივით გააცურა და გოლიათი მცველი გაოგნებული დატოვა. როდესაც მას ვუყურებდი, მეგონა, რომ სანტოსისთვის ფეხის მოტეხვა სურდა. შემდეგ მესხი გაჩერა, ხოლო ბრაზილიელი მას მივარდა, ხელში აიტაცა და გადაკოცნა. თამაშის შემდეგ ჯალმამ აღიარა, რომ ასე მარტივად ცხოვრებაში არავის მოუტყუებია". - განაცხადა დათუნაშვილმა.

მიხეილ მესხი თბილისის "დონამოს" ღირსებას 1954-1969 წლებში იცავდა და ამ გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. 1964 წელს იგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო მისი კარიერის ერთერთ ყველაზე დიდი იმედგაცრუებად ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩავთვალოთ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელებმა "ნისლიან ალბიონზე" იგი თან არ იახლეს.



  • beka10
  • 2 თებერვალი 2017 12:52
ლეგენდა <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით