შეყვარებული მარადონა კამერებსაც არ მოერიდა (ფოტოები)

4-02-2017, 13:29

ლეგენდარული დიეგო მარადონა შეყვარებულია. გუშინ საკუთარ საცოლესთან ერთად არგენტინელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების საჩოგბურთო შეხვედრას ესწრებოდა. ტრიბუნაზე მყოფი დიეგო უხასიათოდ ნამდვილად არ ჩანდა და არც როსიო ოლივასთან ალერსს ერიდებოდა.

დიეგო მარადონა 56 წლისაა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, უახლოეს მომავალში 2 მნიშვნელოვანი მოვლენა ელის. მისი საცოლე როსიო ოლივა 26 წლისაა და წყვილი დაქორწინებას მიმდინარე წელს აპირებს.

მარადონა ყოფილ ცოლს 2004 წელს გაეყარა, ხოლო როსიოსთან ურთიერთობა 2014 წლიდან დაიწყო.

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი 1986 წელს გახდა, 2010 წელს კი მისმა გაწვრთინლმა "ალბისელესტემ" სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე კრახი განიცადა.




  • beka10
  • 4 თებერვალი 2017 13:40
დიეგო ნახეთ რა , რა დღეშია :D

  • davit19
  • 5 თებერვალი 2017 13:03
რა დროს ამის ეგეთებია

  • saba12345
  • 18 ნოემბერი 2017 19:53
ციტატა: davit19
რა დროს ამის ეგეთებია

jer axalgazrdaa da ertobaaaaaa dddddddddddddddddddddd

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით