"ბაიერნმა" ლამის შემცვლელი იპოვა

9-02-2017, 00:59

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კაპიტანი, ფილიპ ლამი კარიერას ასრულებს. შესაბამისად ბავარიელებს მის შემცვლელზე ფიქრი უწევთ. თუმცა, როგორც ჩანს, გერმანელებმა უკვე იპოვეს 33 წლის მარჯვენა მცველის შემცვლელი.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელებს ლამის ნაცვლად გუნდში ბენჯამინ ჰენრქისის მოყვანა სურთ. 19 წლის მცველი ამჟამად ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს და ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავადაც ითვლება. მისი დამატება ბავარიელებს ზამთარშიც სურდათ, თუმცა მაშინ კლუბმა არ გუაშვა. ახლა კი სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მას შემდეგ, რაც ლამმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, "ბაიერნის" მესვეურებს ორმაგად მოუწევთ მისი შემცვლელის ძიება და დიდი ალბათობით ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ახალგაზრდა ჰენდრიქსი დაიმატონ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი "ბაიერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და იგი მიმდინარე სეზონში გუნდის დაცვის ლიდერად იქცა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით