ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა

13-02-2017, 16:26

თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა 12 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ თურქული შეკრება პირადი პრობლემების გამო დატოვა.

"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა- ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს დინამოში მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ". - ვკითხულობთ თბილისური გუნდის ოფიციალური საიტის განცხადებაში.

თავად უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელიც "დინამოში" გასული წლის ოქტომბერში მივიდა, უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ მისი და ქართული გუნდის გზების გაყრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ჯერჯერობით შემდგომი განმარტებები თბილისის "დინამოს" მხრიდან არ კეთდება.



  • beka10
  • 13 თებერვალი 2017 16:27
მოკლედ ხო ვერ დალაგდა ამ დინამოში სიტუაცია

  • gamer
  • 18 აპრილი 2017 12:49
martalixar

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით