პოდოლსკიმ ახალი პროფესია მოირგო (ფოტოები) » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პოდოლსკიმ ახალი პროფესია მოირგო (ფოტოები)

13-02-2017, 23:12

მიუნხენის "ბაიერნისა" და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა გერმანელმა ლუკაშ პოდოლსკიმ, რომელიც ამჟამად "გალათასარაის" ღირსებას იცავს, ახალი პროფესიის მორგება მორგება გადაწყვიტა.

გერმანულმა პრესამ პოდოლსკი ტრადიციულ საშაურმეში დააფიქსირა, სადაც მას მზარეულის ქუდი აქვს მორგებული და კერძის მომზადებაში დაოსტატებას ცდილობს. ეს საშაურმე, როგორც აღმოჩნდა, პოდოლსკის მშობლიურ ქალაქ კიოლნში მდებაორებს და როდესაც თურქულ სამზარეულოში გათვითცნობიერებულმა ფეხბურთელმა ის შენიშნა, მყისიერად სტუმრობა გადაწყვიტა.

ლუკაშ პოდოლსკი საკუთარ კარიერას "კიოლნში" იწყებდა, შემდეგ იგი "ბაიერნში" გადავიდა, თუმცა რამდენიმე წელში მშობლიურ გუნდს მიაშურა. სანამ სათამაშოდ თურქეთში გადავიდოდა, იგი "არსენალის" ღირსებასაც იცავდა.

2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად პოდოლსკი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.





  • beka10
  • 13 თებერვალი 2017 23:12
მეშურმე ლუკაი :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით