"დინამოს" ახალი მწვრთნელი კახა კაჭარავა იქნება

14-02-2017, 00:21

თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა იქნება, რომელიც წარსულში თბილისურ გუნდს ორჯერ ავარჯიშებდა, 2006 და 2009-11 წლებში.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბიდან უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი 12 თებერვალს გაათავისუფლეს. რაც შეეხება კაჭარავას, იგი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე უახლოეს ხანებში შეუერთდება.

კაჭარავა "დინამოსთვის" ფეხბურთელის რანგშიც ირჯებოდა. მან გუნდის მაისური 97-ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.

თბილისის "დინამო" თურქული შეკრების ფარგლებში მორიგ შეხვედრას უკრაინული "ვოლინას" წინააღმდეგ გამართავს.



  • beka10
  • 14 თებერვალი 2017 00:23
მშვენიერი ვარიანტია

  • kuso
  • 14 თებერვალი 2017 19:06
Isev qartveli treneri tu amoqachavs dinamos,tore ucxoelebi verafers ugeben chven fexburs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით