აიალა: "პეპის "ბარსელონამ" ფეხბურთი დააზარალა"

14-02-2017, 17:36

"ვალენსიასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რობერტო აიალამ წარსულის წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას "ბარსელონამ" მსოფლიო ფეხბურთი აზარალა.

"გვარდიოლას "ბარსელონა" ისტორიაში საუკეთეო კლუბია, რომელიც მინახავს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ გუნდმა ფეხბურთი აზარალა."

"დღეს-დღეისობით სულ უფრო ნაკლები ცენტრალური მცველი ცდილობს საკუთარი კარის დაცვას და ისინი ახლა ძირითადად ბურთის განაწილებითა და შეტევებში წასვლით არიან გართული."

"მცველსა და ნახევარმცველს შორის დიდი სხვაობა. მე ვთვლი, რომ მცველებმა პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრონ." - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.


  • Ika996
  • 14 თებერვალი 2017 20:11
Safgac martalia mara marto gvardiolas nu davabralebt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით