როგორ დაამარცხა "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნი", ხოლო "რეალთან"... » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

როგორ დაამარცხა "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნი", ხოლო "რეალთან"...

19-02-2017, 01:07

1981 წლის სექტემბერში თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა თბილისის "დინამომ" ესპანეთში მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და "ალკმაარი" იბრძოდნენ.

ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში "დინამოელები" "სამეფო გუნდთან" 2:4 დამარცხდნენ. ჩვენებურთაგან დუბლის შესრულება რამაზ შენგელიამ მოახერხა. საბოლოოდ ფინალში გასულმა "რეალმა" "ალკმაარიც" დაამრცხა, ხოლო "დინამოელებს" მესამე ადგილისთვის მოუხდათ თავის გადადება.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისური გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამრცხა. დუბლის გატანა კვლავ რამაზ შენგელიამ მოახერხა, ხოლო გერმანელთგან თავი პოლ ბრაიტნერმა გამოიჩინა.

მადრიდში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ვოვა გუცაევი გახდა, რომლსაც "რეალი" კონტრაქტსაც სთავაზობდა.



  • beka10
  • 19 თებერვალი 2017 12:55
დიდი გუნდი ძალიან დიდიიიი

  • kuso
  • 19 თებერვალი 2017 17:37
მაგის 50% -ს მაინც მიაღწიოს დინამომ და არც გულშემატკივარი და არაფერი არ მოაკლდება...

  • Ika996
  • 19 თებერვალი 2017 21:51
Axla rato ijvavs umaglesi liga

  • MaXaRaG
  • 28 თებერვალი 2017 15:08
eh exla agaraa egre

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით