სასიამოვნო სიახლე ესპანეთის ჩემპიონატის მოყვარულთათვის

19-02-2017, 17:31

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის ხელმძღვანლობამ გადაწყვიტა, რომ პარასკევობით ლალიგის თამაშების პირდაპირი რეპორტაჟები Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რითიც მსოფლიოში ამ ჩემპიონატის მოყვარულთა ინტერესი დაკმაყოფილდება.

პირველი მატჩი, რომელიც გულშემატკივარმა Facebook Live-ის მეშვეობით იხილა "გრანადასა" და "ბეტისის" დაპირისპირება იყო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. შეხვედრების ყურება მაყურებელს ლალიგის ოფიციალური Facebook გვერდის მეშვეობით შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებმა შესაძლოა "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრებიც იხილოს, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით უმარავი გულშემატკივარი ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის "რეალი" ლიდერობს.



  • beka10
  • 19 თებერვალი 2017 17:31
vaa dzaaan magari iqneba <3

  • tsandro
  • 19 თებერვალი 2017 17:42
ძალიან მაგარი ინფოა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით