"რეალმა" ზაფხულის პირველი ტრასფერი უკვე დაგეგმა!

21-02-2017, 19:30

მადრიდის "რეალი" ლევერკუზენის "ბაიერის" ვინგერით ჟულიან ბრანდტით სერიოზულადაა დაინტერესებული და ფეხბურთელს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშიც აკვირდებოდა.

20 წლის ბრანდმა უკვე მიიქცა მსოფლიო გრანდების ყურედღება, თუმცა "ლევერკუზენი" მის მარტივად დათმობას არ გეგმავს და როგორც ცნობილია, კონტრაქტის გახანგრძლივებასაც აპირებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წარსულში "რეალის" ორი წინადადება გერმანულმა კლუბმა სწრაფადვა დაბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრანდი ამ მომენტში "ლევერკუზენში" ბედნიერია, როგორც თავად ამბობს, გაცილებით მაღალ დონეზე თამაში მისი მიზანია. ზინედინ ზიდანმა ახალგაზრდა გერმანელის მიმართ ინტერესი უკვე არაერთხელ დაადასტურა და ახლოსაა ჟულიანს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

ჟულიან ბრანდმა გერმანიის ნაკრებთან რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.



  • beka10
  • 21 თებერვალი 2017 19:34
ძალიან მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით