"მილანის" რადარზე ლაკაზეტი გამოჩნდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"მილანის" რადარზე ლაკაზეტი გამოჩნდა

22-02-2017, 18:40

როგორც ჩანს, იტალიური "მილანის" ახალი ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილოა და ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანელთა ბოსები 100 მილიონ ევროზე მეტის გახარჯვას აპირებენ, ამ თანხას კი, პირველ რიგში ახალი თავადმსხმელის დასამატებლად გამოიყენებენ. წყაროს ცნობით, "როსონერის" მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ბაზარზე ალექსანდრ ლაკაზეტი იქნება. მოგეხსენებათ, ფრანგი ფორვარდი ლიგა 1-ში უკვე რამდენიმე სეზონია შესანიშნავად ირჯება, რაც იტალიურ გრანდში არ გამოპარვიათ და არც მეტი არც ნაკლები, 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად დათანხმდება "ლიონის" ხელმძღვანელობა აღნიშნულ წინადადებას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები უარზე იქნებიან, მაშინ "მილანი" უკვე პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი "ლიონის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს და მას შემდეგ გუნდში ჩატარებულ 194 მატჩში 93 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით