როგორ დაადუმა ქართველმა ფეხბურთელმა სრულიად "ლივერპული" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

როგორ დაადუმა ქართველმა ფეხბურთელმა სრულიად "ლივერპული"

22-02-2017, 22:41

1979 წლის 20 სექტემბერს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა თასის პლეიოფის საწყის ეტაპზე იმ დროს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბს ინგლისის "ლივერპულს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა "ენფილდ როუდზე" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, თუმცა თბილისელმა ფეხბურთელმა საკუთარი კლანჭები მაინც გამოაჩინეს და ინგლისელი გულშემატკივრის გაოცებაც მოახერხეს.

მატჩის დასაწყისში "ლივერპული" დაწინაურდა, თუმცა მოგვიანებით "დინამოელთა" კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ ანგარიშის გათანაბრება შესანიშნავ სტილში მოახერხა. შეხვედრის შესახებ ლეგენდარული ქართველი კაპიტანი იხსენებდა:

"ენფილდის" ტრიბუნები სავსე იყო, გულშემატკივრები გვემუქრებოდნენ, რომ 10:0 გაგვაგადგურებდნენ, თუმცა ჩვენ შევძელით იმის დატმკიცება, რომ ძლიერი გუნდი ვიყავით. მეამაყება, რომ ასეთ შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხე. რეი კლემენსი დარტყმას სულ სხვა კუთხეში ელოდა, თუმცა მე დარტყმა ახლო კუთხეში გადავწყვიტე. გულშემატკივრები დადუმდნენ, სტადიონზე სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა". - განაცხადა ჩივაძე.

"დინამოსა" და "ლივერპულის" განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართა და ქართული გუნდის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ალექსანდრე ჩივაძემ საკუთარი გოლის გატანა ამ შეხვედრაშიც მოახერხა.

[media=//www.youtube.com/watch?v=hfIwcv3Qazs]



  • davit96
  • 22 თებერვალი 2017 23:28
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესეც ისტორიას იგებ

  • kuso
  • 23 თებერვალი 2017 17:25
Sackenia roca eseti gundidan raga darcha???mxolod saxeli????

რა გუნდი იყო , რა გუნდი <3

  • TaTo 7
  • 7 აგვისტო 2017 08:35
D I D I DYNAMO es bichebi iyvnen ganumeoreblebi))))))♡♡♡♡♡

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით