ვარანმა ლაზარეთში გადაინაცვლა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვარანმა ლაზარეთში გადაინაცვლა

24-02-2017, 19:32

მადრიდის "რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი გუნდის დახმარებას 4-6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა დაზიანება მარჯვენა ფეხის ფარძაყის კუნთზე მიიღო. ფეხბურთელს ლა ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩის შემდეგ, სადაც "ვალენსია" და "რეალი" დაუპირისპირდნენ, გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც დაზიანება აჩვენა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS აცხადებს, ვარანი მადრიდულ კლუბს 4-6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ვარანმა ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.



ar umartlebs reals

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით