ფეკირი: შანსები თანაბარია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ფეკირი: შანსები თანაბარია

25-02-2017, 20:17

''ლიონის'' 23 წლის შემტევმა, ნაბილ ფეკირმა ''ევროპა ლიგის'' 1/8 ფინალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც ფრანგული კლუბი იტალიურ ''რომას'' დაუპირისპირდება.

''ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია. ''რომა'' ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა ჩვენ ამ ჩემპიონატს დიდი მონდომებით ვეკიდებით და წარმატების მიღწევა გვსურს. ბოლოს ამ ტურნირზე ჩვენ დავამარცხეთ ''ალკმაარი'' 7-1. ჰოლანდიური კლუბი საკმაოდ ძლიერი იყო და ჩვენ ეს ბარიერი საკმაოდ მარტივად გადავლახეთ, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით.'' - განაცხადა ფეკირმა

შეგახსენებთ, რომ ''ევროპა ლიგის'' პირველი 1/8 ფინალური მატჩი ''ლიონსა'' და ''რომას'' შორის საფრანგეთში 10 მარტს თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 25 თებერვალი 2017 20:20
იმედია რომა გავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით