• 09-07-2023
    შეთანხმება შედგა - პულიშიჩის "მილანში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა
    შეთანხმება შედგა - პულიშიჩის "მილანში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა
    Author of the article
    Aa

    "მილანმა" ლონდონის "ჩელსისთან" 24 წლის შემტევის, კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. 

    ჟურნალისტი დანიელ ლონგოს თქმით, კლუბებმა ერთმანეთთან გარიგების ყველა პირობზე მოილაპარაკეს და ძალიან მალე ფეხბურთელს იტალიაში ელოდებიან.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანი" პულიშიჩში 20 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაიხდის. 

    ამერიკელმა "ჩელსის" შემადგენლობაში 145 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.

    Facebook კომენტარები