''ლივერპული'' ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

28-02-2017, 13:10

ფრანგული პრესის ცნობით, ''ლივერპული'' ზაფხულში ''ლიონის'' 25 წლის თავდამსხმელის, ლაკაზეტის შეძენას გეგმავს.

ლაკაზეტმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმიდნარე სეზონში 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის ბოლო წლებში ''ლიონის'' საუკეთესო ბომბარდირი ხდება. მისით გასულ წლებში აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის ''არსენალი'', თუმცა ფრანგის შეძენას ''მეთოფეები'' ვერ ახერხებდნენ.

ფრანგული პრესის ცნობით, ''ლივერპული'' ამ მოთამაშის შესაძენად მზად არის 60 მილიონი გადაიხადოს, რაც ექსპერტების ვარაუდით საკმარისი იქნება, რათა თავდამსხმელმა ''წითლების'' ფორმა მოირგოს და ''ენფილდზე'' გადაბარგდეს.


  • Geto
  • 28 თებერვალი 2017 13:12
სტაბილურად იტანს ბოლო წლებში თუ სტარიჯივით ტრავმიანობა არ დაეწყება ინგლისში გამოადგება ლივერპულს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით