დღეს სუპერ შაბათია ! » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დღეს სუპერ შაბათია !

4-03-2017, 13:29

დღეს 4 მარტს სუპერ შაბათია. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა.

იტალიის სერია ა - ში დღეს “რომა“ – “ნაპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ეს მატჩი პრინციპულად მნიშვნელოვანია სატურნირო თვალსაზრისითაც, რადგან რომაელები მე - 2 ადგილს იკავებენ, ხოლო ნეაპოელები მესამე პოზიციაზე არიან და მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩებიან.

სუპერ მატჩი გაიმართება ინგლისის პრემიერ ლიგაშიც. “ლივერპული“ 21:30 საათზე “არსენალს“ მიიღებს. ამ შეხვედრას ბევრი საუბარი არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ საჭირო პროდუქტები მოვიმარაგოთ და მოვკალათდეთ ტელევიზორებთან.

გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს ორი გამორჩეული შეხვედრა გველის. 18:30 საათზე “დორტმუნდი“ – “ლევერკუზენს“ დაუპირისპირდება, ხოლო “გლადბახი“ თბილისის დროით 21:30 საათზე “შალკესთან“ გაარკვევს ურთიერთობას.



  • Geto
  • 4 მარტი 2017 13:32
რომა-ნაპოლის და ლივერპული-არსენალის გამოტოვება უბრალოდ არ შეიძლება yum

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით