ობამეიანგი: “ჩვენ “ბენფიკასთვის“ მზად ვართ“

4-03-2017, 21:51

დღეს “დორტმუნდმა“ გერმანიის ბუნდესლიგის 23 - ე ტურში “ლევერკუზენს“ უმასპინძლა და სტუმრები 6-2 გაანადგურა.

“დღეს ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ძალიან საჭირო ქულები მოვიპოვეთ და რაც მთავარია გულშემატკივარი კმაყოფილია. ახლა “დორტმუნდის“ ერთადერთი საფიქრალი არის “ბენფიკა“ და ვფიქრობ, რომ ამისთვის მზად ვართ.“ - განაცხადა ობამეიანგმა

აქვე გეტყვით, რომ ობამეიანგმა დღევანდელ მატჩში დუბლი გაიფორმა და ის ბუნდესლიგის ბომბარდირია 21 გატანილი გოლით. რაც შეეხება ჩ.ლიგის საპასუხო მატჩს, გერმანელებს “ბენფიკასთან“ მინიმალური სხვაობა აქვთ აღმოსაფრქველი. ბორუსიელები პორტუგალიაში 1-0 დამარცხდნენ.


  • Geto
  • 4 მარტი 2017 21:52
Forza Dortmund kissing_heart

  • kuso
  • 5 მარტი 2017 16:57
Unda gavides dortmundi.tu ipoves tavisi tamashi ki 5-ze iqneba kvelaferi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით