როჯერ შმიდტი "ლევერკუზენიდან" გაუშვეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

როჯერ შმიდტი "ლევერკუზენიდან" გაუშვეს

5-03-2017, 18:37

ლევერკუზენის "ბაიერმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიდტი თანამდებობიდან დაითხოვა. 49 წლის სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" წარუმატებლობა, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში ბოლო დროინდელი შედეგები არ აპატიეს.

როჯერ შმიდტი 2014 წელს "ლევერკუზენში" "ზალცბურგიდან" მივიდა. მას შემდეგ გუნდი სტაბილურ ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა მიმდინარე სეზონი გუნდისთვის ცუდად წარიმართა. ამ მომენტისთვის შმიდტის უკვე ყოფილი კოლექტივი ბუნდესლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

ხელმძღვანელობისთვის გადამწყვეტი დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2:6 მარცხი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ შეიწირა როჯერ შმიდტი. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ლევერკუზენი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" 2:4 დამარცხდა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს შმიდტს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.



  • beka10
  • 5 მარტი 2017 18:39
ვააა ძალიან ცუდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით