რონალდო საკუთარ შეყვარებულს: "ფრთხილად იყავი"! » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რონალდო საკუთარ შეყვარებულს: "ფრთხილად იყავი"!

6-03-2017, 12:14

როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა კრისტიანო რონალდო ესპანელ მოდელს, 21 წლის ხეორხინა როდრიგესს ხვდება და 2018 წელს მასთან შეუღლებასაც გეგმავს.

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ხეორხინას მამაკაცმა მეგობარმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის რონალდოს შეყვარებულთან ერთად პოზირებს. აღნიშნული პოსტი კომენტარის გარეშე არ დატოვა კრისტიანო რონალდომ. პორტუგალიელმა ესპანურად დაწერა Cuidado, რაც ქართულად ნიშნავს "ფრთხილად იყავი". აღსანიშნავია, რომ რონალდოს კომენტარი ხუმრობის ელემენტებს შეიცავდა.

32 წლის ფეხბურთელმა როდრიგესი ერთერთი სამოდელო კომპანიის მოწყობილ საღამოზე გაიცნო, მას შემდეგ პაპარეცები რონალდოს მასთან ერთად ხშირად აფიქსირებდნენ, ყველაფერი საჯარო კი იანვრის დასაწყისში, ფიფას დაჯილდოვებაზე გახდა, სადაც კრისტიანო ხეორხინასთან ერთად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესის გაცნობამდე რონალდო ცნობილ რუს მოდელს ირინა შეიკს ხვდებოდა.




  • beka10
  • 6 მარტი 2017 12:15
vaa kristi naxe ra :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით