• 10-07-2023
    თბილისის “დინამო” ჩენპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გაძლიერდა
    თბილისის “დინამო” ჩენპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გაძლიერდა

    თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გაძლიერდა.

    დედაქალაქურმა გუნდმა მუსა სანგარე და ჯოზეფ იენჯოკი დაიმატა.

    კოტ-დ’ივუარელი გარემარბი და კამერუნელი ნახევარმცველი გუნდს 2+2 წლიანი კონტრაქტით შეუერთდნენ.

    სანგარე საფეხბურთო აკადემია რაით თუ დრიმის აღზრდილია. თამაშობდა დანიური ნორდსიელანდის ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის “ჟალგირისში” და ასევე დანიურ “ნესტვედში”. ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური პოდბრეზოვას ღირსებას იცავდა.

    რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი “უნიონ დუალას” აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა.

    Facebook კომენტარები