ხესე: "4 გოლი? ეს მხოლოდ "რეალს" შეუძლია, "ბარსელონას" არა"! » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ხესე: "4 გოლი? ეს მხოლოდ "რეალს" შეუძლია, "ბარსელონას" არა"!

8-03-2017, 12:00

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა თავდამსხმელმა ხესემ თავდაჯერებულად განაცხადა პრესასთან საუბრისას, რომ კატალონიის "ბარსელონა" ფრანგული გუნდის ბარიერის დაძლევას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერ მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პარიზში, მასპინძლების სასარგებლოდ, 4:0 დასრულდა.

"შეძლებს "ბარსელონა" 4 გოლის გატანას "პსჟთან"? ეს მხოლოდ "რეალს" შეუძლია. მადრიდელები რომ თამაშობდნენ ფრანგული გრანდის წინააღმდე, მაშინ ეჭვი მექნებოდა ამ დუელის რეზულტატთან დაკავშირებით. თამამად ვაცხადებ, რომ "ბარსელონას" არანაირი შანსი არ აქვს. პარიზელების შემადგენლობაში ძალიან ბევრი ბრწყინვალე მოთამაშე ასპარეზობს, რომლებსაც ანგარიშგასაწევი ფიზიკური მომზადება აქვთ. ემერი ძალიან ბევრს მუშაობს გუნდის თამაშის ტაქტიკურ ასპექტებზე. "ბარსელონასთვის" უკიდურესად რთული იქნება არამხოლოდ 4 გოლის გატანა, არამედ საკუთარ კარშიც გოლის არგაშვება". - განაცხადა ხესემ.

შეგახსენებთ, რომ სანამ საკუთარი სპორტული კარიერია ხესემ მადრიდის "რეალში" დაიწყო, შემდეგ იყო "პსჟ", ხოლო ახლა ის ესპანური "ლას პალმასის" ღირსებას იცავს.



  • beka10
  • 8 მარტი 2017 12:01
ცოტა ჩუმად ხესე

Realma gagagdo da kidev magens agmertebs sufta pitalo

vinc wavida realida yvelaze gagdebas rava izaxit tqven ro gayaret sanchesi pedro da asetebi ravari iyo

  • vamos
  • 8 მარტი 2017 15:47
chadga barsa formashi da ravi albatg gava 1/4 finalshi laughing laughing

  • Ika996
  • 8 მარტი 2017 17:58
Jese aris realis agzrdili da ras qvia gaagdes. Psgm gaagdo pirvel rigshi da realma gaushva

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით