7 ფეხბურთელი, რომელთაც წითელი ბარათი არასოდეს მიუღიათ

8-03-2017, 23:10

ფეხბურთის ისტორიას მრავალი ნიშნით გამორჩეული მოთამაშეები ახსოვს. არსებობენ ფეხბურთელები, რომელთაც არაერთი ლამაზი გოლით დაგვამახსოვრეს თავი, ასევე არსებობენ მოთამაშეები, რომლებმაც ძალიან ბევრჯერ გადაარჩინეს საკუთარი გუნდი მარცხისგან. თუმცა, ალბათ ძნელია ისეთი ფეხბურთელების გახსენება, რომელთაც წითელი ბარათი კარიერის მანძილზე არცერთხელ არ მიუღიათ. მოცემულ სტატიაში სწორედ ასეთი მოთამაშეებისგან შემდგარ 7-ეულს წარმოგიდგენთ.

ქარიმ ბენზემა
 
ფრანგი თავდამსხმელი უკვე 12 წელიწადია რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. მისი პოზიციის მქონე ფეხბურთელები ზოგადად იშვიათად იღებენ წითელ ბარათებს. ბენზემა მოედანზე ფიცხი ხასიათით არ გამოირჩევა, შესაბამისად მისი ამ სიაში მოხვედრა სულაც არ არის გასაკვირი. 29 წლის ფორვარდი უკვე 654 მატჩია მოედნიდან არ გაუგდიათ.

დემიენ დაფი

საერთოდ, ირლანდიელი ფეხბურთელები მოედანზე უხეშობით არიან გამორჩეულნი. 38 წლის გარემარბი წლების მანძილზე ასპარეზობდა პრემიერლიგაში. ჯამში მან ინგლისის უმაღლეს ლიგაში 465 შეხვედრა ჩაატარა, მთლიანად კარიერაში კი - 589, თუმცა ამ დროის მანძილზე მას ერთხელაც კი არ მიუღია წითელი ბარათი. მართლაც საკმაოდ მოულოდნელი სტატისტიკაა.

აარონ ჰიუზი
 
კიდევ ერთი ირლანდიელი, რომელიც თავისი წინამორბედისგან განსხვავებით ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, რითაც მისი შედეგ ორმაგად უფრო დასაფასებელია. 37 წლის ჰიუსს 457 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი ამ დრომდე აგრძელებს აქტიურ საფეხბურთო კარიერას და რაც ყველაზე მთავარია, წითელი ბარათის გარეშე. ვნახოთ, შეძლებს თუარა კარიერის დასრულებას გაძევების გარეშე ვეტერანი ირლანდიელი.

მიშელ პლატინი
 
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის მანძილზე არაერთი დიდი საკლუბო თუ ინდივიდუალური ტიტულის მოპოვება მოახერხა. პლატინი წლების მანძილზე იცავდა ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას. მან ჯამში 655 შეხვედრა ჩაატარა და 300-მდე გოლის გატანაც მოახერხა და რაც ყველაზე მთავარია, არცერთ ზემოხსენებულ მატჩში ის მოედნიდან არ გაუძევებიათ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რა ეპოქაში მოუწია მიშელს თამაში, მაშინ ეს მართლაც უნიკალურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

ანდრეს ინიესტა
 
ამ ფეხბურთელის ყველა მიღწევასა თუ ჯილდოზე რომ დავიწყოთ საუბარი, დიდი ალბათობით რამდენიმე სტატია არ ეყოფა. 32 წლის ფეხბურთელი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო პროგრესირებს. ალბათ რთულია, რომ ინიესტას მსგავსი მოთამაშე ისტორიაში გავიხსენოთ. მისი მიღწევებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ეს გახლავთ 752 ჩატარებულ შეხვედრაში მიღებული არცერთი წითელი ბარათი.

რაული

 
კიდევ ერთი ესპანელი ლეგენდა, რომელიც ყველა გუნდის გულშემატკივარს ძალიან უყვარს. ეს გახლავთ მადრიდის "რეალის" თეთრი ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო. "სამეფო გუნდის" ხსენებისას ერთ-ერთი პირველი ალბათ ყველას სწორედ რაული ახსენდება. 17-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 39 წლის ყოფილმა მოთამაშემ 1034 შეხვედრა ჩაატარა და 432 გოლიც გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია, ისევე როგორც მისი კიდევ ერ თი მიღწევა. რაულს კარიერაში არცერთხელ არ მიუღია წითელი ბარათი.

ფილიპ ლამი
 
მიუნხენის "ბაიერნის" უბერებელი ლეგენდა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ისევე როგორც წლების წინ ჩავის, ჯერარდის, ლამპარდისა და სხვა მსგავსი უდიდესი ლეგენდების წასვლით, მიმდინარე სეზონის ბოლოს კიდევ ერთი დიდი გვერდი დაიხურება ფეხბურთის ისტორიის წიგნში. ლამი არასოდეს ყოფილა გამორჩეული უამრავი გოლით ან საგოლე პასით, სამაგიეროდ შეუძლებელია ისეთი სეზონის, ან თუნდაც მცირე მონაკვეთის გახსენება, რომელიც 33 წლის გერმანელს ჩაგდებული აქვს. ლამი 15 წლის განმავლობაში მუდამ უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა და "ბაიერნის" დაცვის უდაო ლიდერიც გახლდათ. ალბათ გასული წლების მანძილზე რთულია ისეთი მცველის მოძიება, რომელიც უმაღლეს ჩემპიონატებში ასპარეზობს და წითელი ბარათი არასოდეს მიუღია, თუმცა ლამი ამ მხრივაც ყველასგან გამორჩეულია. 600-მდე ჩატარებულ მატჩში არცერთი მიღებული წითელი ბარათი, ალბათ ასეთ რამეს მომავალში ვერც ვერავინ გაიმეორებს.


საინტერესო

  • Ika996
  • 9 მარტი 2017 08:01
ჰოუზი ყველაზე დასაფასებელია
პილიპ ლამი ყველაზე კაი ტიპია
  • kuso
  • 9 მარტი 2017 15:56
ლამი პატარა კაცი დიდი ლეგენდა!!!გერმანიის კაპიტანი და ბავარიის კაპიტანი...
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით