ფეკირი: “ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ“ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ფეკირი: “ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ“

10-03-2017, 12:04

00:05 საათზე გაიმართა “ევროპა ლიგის“ მატჩი, სადაც “ლიონმა“ – “რომას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 4-2 დაამარცხა.

“ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. მატჩი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ანგარიში გავხსენით, რის შემდეგაც ჩვენ ვაგებდით თამაშს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ. საპასუხო მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან “რომას“ საკუთარ მოედანზე წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.“ - განაცხადა ფეკირმა

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი გაიმართება 17 მარტს რომის ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით შეხვედრა 00:05 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 10 მარტი 2017 12:05
რომა იტალიის სირცხვილია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით