სპალეტი: “ბრძოლა გრძელდება, ჯერ არაფერი არ დასრულებულა“

10-03-2017, 18:02

“ევროპა ლიგის“ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, სადაც “ლიონმა“ 4-2 დაამარცხა “რომა“, იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი იმედს არ კარგავს.

“ჩვენ დავმარცხდით 4-2. ბრძოლა გრძელდება, ჯერ არაფერი არ დასრულებულა. “ლიონი“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მარცხის გამო ყველანი ვწუხვართ, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ და ეს შესაძლებელია.“ - განაცხადა სპალეტიმ

საპასუხო მატჩი 17 მარტს 00:05 საათზე რომში გაიმართება.


  • Geto
  • 10 მარტი 2017 18:02
ლიონი კარგ ფორმაშია და ვფიქრობ რომშიც გაიტანს გოლებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით