• 11-07-2023
    ბოლონი 2 დღეს ითხოვს! - “მეცში” ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაპაუზებულია
    ბოლონი 2 დღეს ითხოვს! - “მეცში” ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაპაუზებულია

    როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “მეცში” გააგრძელებდა.

    მოგვიანებით, თავად ტავოლერმა გაავრცელა ცნობა, რომ “მეცს” ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური ცნობა დღეს უნდა გაევრცელებინა, თუმცა რაღაცეები შეიცვალა.

    ლასნო ბოლონიმ ტრანსფერის გაოფიციალურების 2 დღით გადადება უცნობი მიზეზის გამო ითხოვა და არ არის გამორიცხული, რომ  შეთანხმება ვერ შედგეს.

    ცნობისთვის, “მეცს” 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდება.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგიმ გასულ სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები