• 11-07-2023
    ლოჩოშვილით ლა ლიგის გუნდი ინტერესდება - თუ "კრემონეზე" დიდ თანხას არ მოითხოვს ტრანსფერი შედგება
    ლოჩოშვილით ლა ლიგის გუნდი ინტერესდება - თუ "კრემონეზე" დიდ თანხას არ მოითხოვს ტრანსფერი შედგება

    გამოცემა "GoalTv" საქართველოს ნაკრების და "კრემინეზეს" ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის შესაძლო ტრანსფერი შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ქართველით მადრიდული "რაიო ვალეკანო" ინტერესდება, ისინი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და ლუკასთან ერთად ესპანელ ხავიერ მონტეროს უმიზნებს, რომელიც "ბეშიქთაშში" ასპარეზობს.

    როგორც იწერება, "რაიომ" ორივე კლუბთან დაიწყო მოლაპარაკებები და ისინი ორივე ფეხბურთელს შეიძენენ თუ "კრემონეზე" და "ბეშიქთაში" დიდ თანხას არ დაასახელებენ.

    აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ლუკა "კრემონეზეს" მაისური 25-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

    Facebook კომენტარები