სიმეონე: “ახლა უკეთესი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ“ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სიმეონე: “ახლა უკეთესი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ“

15-03-2017, 10:26

მადრიდის “ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩ.ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დღევანდელ მატჩზე ისაუბრა, სადაც მადრიდელები “ლევერკუზენს“ მიიღებენ.

“პირველი მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრა სწორედ ჩვენი კარნახით მიდიოდა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ახლა მსურს, რომ უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ. უპირატესობა რა თქმა უნდა ჩვენს მხარესაა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. საკუთარ კედლებში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უმაღლესი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ.“- განაცხადა სიმეონემ

პირველ მატჩში, ესპანელებმა გერმანელები სტუმრად 2-4 დაამარცხეს. დღეს კი “ვისენტე კალდერონზე“ საპასუხო მატჩი ტრადიციულად 23:45 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 15 მარტი 2017 10:28
იმსახურებს ეს კაცი და მისი გუნდი ამ ტურნირის მოგებას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით