ჰავერცი "ატლეტიკოსთან" მატჩს გამოცდების გამო აცდენს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ჰავერცი "ატლეტიკოსთან" მატჩს გამოცდების გამო აცდენს

15-03-2017, 16:58

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკო" ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე აიღებს სტარტს.

გერმანელებს დღევანდელ თამაშში სხვადასხვა მიზეზის გამო არაერთი მოთამაშე დააკლდებათ. თუმცა, ყველაზე საინტერესო ლევერკუზენელთა დანაკლისში ერთ-ერთი ნახევარმცველის, 17 წლის კაი ჰავერცის არყოფნა გახლავთ. როგორც გერმანული გუნდის ოფიციალურმა "თვითერმა" დაწერა, ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები სასკოლო გამოცდებია.

ასე და ამგვარად. როგორც ხედავთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მომავალი მატჩის გამოსატოვებლად მართლაც საკმაოდ სერიოზული მიზეზი აქვს. არადა კრავეცი მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენის" ძირითადი გუნდის უცვლელი წევრია და სისტემატიურად ხვდება სასტარტო თერტმეტეულშიც.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით